ვაჩიბერაძემ „ჩერნომორეცს“ უკაპიტნა - წიტაიშვილმა ეფექტურად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ვაჩიბერაძემ „ჩერნომორეცს“ უკაპიტნა - წიტაიშვილმა ეფექტურად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი სანაკრებო შეკრებაზე კარგი განწყობით მოდის – უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში მისმა გუნდმა ოდესის „ჩერნომორეცმა“ ლვოვის „რუხთან“ უხვგოლიანი დაპირისპირება მოიგო, ხოლო ქართელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა.

„ჩერნომორეცის“ მწვრთნელმა იური მოროზმა ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა – ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი. ვაჩიბერაძემ გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 73-ე წუთზე შეცვალეს, გიორგიმ კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. საბოლოოდ, ოდესელებმა 4:3 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილმა „ჩერნომორეცის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა, ბოლოს კი თავი 2021 წლის 14 თებერვლის შემდეგ გამოიჩინა და მაშინაც „რუხს“ გაუტანა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მშვენიერი გოლი გაიტანა – რეიდის დაწყებისას ბურთი დაკარგა, მაგრამ დაიბრუნა და შემდეგ შორეულ კუთხეში ეფექტურად მოჭრა.

 

14 ტურის შემდეგ „ჩერნომორეცმა“ მხოლოდ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.