ბექა ვაჩიბერაძე “რიგას ფს”-ში წარადგინეს. 21 წლის ქართველი ლატვიურ კლუბში მცირე ხნის წინ ჩაირიცხა, სეზონისთვის მზადებაც დაიწყო და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.
მაგრამ კონტრაქტის გაფორმების ცერემონიალი მხოლოდ დღეს შედგა. ბექას გუნდის მაისური გადასცეს და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ვაჩიბერაძე “რიგას ფს”-ში 17-ნომრით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ბექა ვაჩიბერაძემ ფიფას საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ფიფამ გაითვალიწინა, რომ უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (17, 19 და 21-წლამდელებში) ნათამაშები ვაჩიბერაძე საქართველოში, ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი და საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება დართო.