უზბეკეთში ყველა პრიზი შოთასია - არველაძე სექტემბერშიც საუკეთესოა
უზბეკეთში ყველა პრიზი შოთასია - არველაძე სექტემბერშიც საუკეთესოა
უზბეკეთის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად შოთა არველაძე აღიარეს – ინფორმაცია ქართველი მწვრთნელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და მას თავად არველაძის მოკლე კომენტარი ახლდა.
 
„კიდევ ერთი თვე, კიდევ ერთი ჯილდო. თვის მენეჯერი – სექტემბერში“ – წერს შოთა არველაძე.
შოთა არველაძის გუნდმა, ტაშკენტის „ფახტაკორმა“, უზბეკეთის სუპერ ლიგის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა. საქართველოს ელჩმა უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილმა კი შოთა და მისი ტყუპისცალი, აჩიკო არველაძე, (ტაშკენტის გუნდის სპორტული დირექტორია) ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
არველაძე „ფახტაკორს“ 2017 წლიდან ავარჯიშებს და ის ზედიზედ ორჯერ დაასახელეს საუკეთესო უცხოელ მწვრთელად, მიმდინარე სეზონში კი თვის მწვრთნელი მეოთხედ გახდა. ქართველის ხელმძღვანელობით “ფახტაკორმა” მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ჩემპიონის ტიტული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნდა.