უზბეკეთში კუხიანიძემ და ვაწაძემ გაიტანეს, გრიგალაშვილს პენალტი აუღეს [ვიდეო] #1TVSPORT
ორი ქართული გოლი გავიდა უზბეკეთის სუპერლიგის მე-15 ტურში, სადაც „ქიზილყუმმა“ „კოკანდ 1912“-ს უმასპინძლა და შანსების მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა.
მასპინძელთა შემადგენლობაში სამმა ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – გუჯა გრიგალაშვილმა, გიორგი კუხიანიძემ და მათე ვაწაძემ და სამივემ თავი გამოიჩინა. ნავოის იოშლიკის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა.
ქართველი თავდამსხმელი 22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „კოკანდმა“ ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ 61-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გრიგალაშვილმა შეასრულა, თუმცა, დარტყმა მეკარემ მოიგერია.
74-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ ძალიან ძლიერი და ეფექტური დარტყმით „ქიზილყუმი“ დააწინაურა. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი აღმოჩნდა.
თუმცა, 83-ე წუთზე, ანდრეი სიდოროვმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ – 2:2.
ქართველების გუნდმა 15 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ ტაშკენტის „ფახთაკორს“ 16 ქულით ჩამორჩება.