უზბეკეთი და იორდანია პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე - ცნობილია 10 ფინალისტი #1TVSPORT
უზბეკეთი და იორდანია პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე - ცნობილია 10 ფინალისტი #1TVSPORT

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აზიის ზონაში მორიგი მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებენ პლანეტის პირველობაზე უზბეკეთი და იორდანია.

ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 10 ფინალისტი:

მასპინძლები – კანადა, აშშ, მექსიკა;

აზია – ირანი, იაპონია, იორდანია, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი;

სამხრეთ ამერიკა – არგენტინა;

ოკეანეთი – ახალი ზელანდია.