„ბარსელონას“ ფორვარდი უსმან დემბელე ორი კვირით გამოვიდა მწყობრიდან, – იტყობინება Catalunya Radio.
მან ტერფის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლეგანესთან“ მატჩში (3:1) მიიღო.
ფრანგმა აღნიშნულ შეხვედრაში 69 წუთი გაატარა მოედანზე და ერთი გოლი გაიტანა. 21 წლის უსმან დემბელემ მიმდინარე სეზონში 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ შემადგენლობაში, 15 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.