უსიამოვნო რეპეტიცია - თურქეთი იტალიას დაუზავდა და მცველი გამოაკლდა #1TVSPORT
თურქეთის საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე სერიოზული რეპეტიცია ჩაატარა. ვინჩენცო მონტელას გუნდი იტალია შეხვდა და მატჩი 0:0 დაასრულა.
ბოლონიას „რენატო დალ არაზე“ გამართული დაპირისპირების შედეგით თურქები უაყოფილოები არ დარჩნენ, მაგრამ მე-40 წუთზე მომხდარმა ევროპის ჩემპიონატამდე გუნდს დამატებითი პრობლემა შეუქმნა – ოზან კაბაკმა თამაში ვერ გააგრძელა.
გერმანიის ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმის“ და თურქეთის ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველის ტრავმა იმენად სერიოზული გამოდგა, მოედანი საკაცით დატოვა. იტალიის ნაკრებმა და გულშემატკივრებმა ოზან კაბაკს მოედნის დატოვებისას ტაში დაუკრეს.
ეს თურქეთის ნაკრების პირველი დანაკლისი არ არის. ევრო 2024-ზე თურქებს ტრავმების გამო კიდევ ორი მოთამაშე დააკლდათ – „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელი ჩაღლარ სოიონჯუ (ისიც ცენტრალური მცველი და მარცხენა ფლანგზეც თამაშობს) და „ბორნმუთის“ თავდამსხმელი ენეს უნალი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სწორედ თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება.