უსეინ ბოლტმა თავის ახლადდაწყებულ საფეხბურთო კარიერაში პირველი გოლები გაიტანა.
იამაიკელმა რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძლეოსანმა „მაკარტურ საუთ-ვესტის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა თავი.
ბოლტი ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე „სენტრალ კოუსტ მარინერსს“ აგვისტოში შეუერთდა.
„დასაწყისი და ორი გოლი – მშვენიერი შეგრძნებაა“, – განაცხადა 32 წლის ბოლტმა მატჩის შემდეგ.
100 და 200 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდის ავტორმა ფეხბურთელობაზე ოცნება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და ჯერ დორტმუნდის „ბორუსიაში“, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკის „სანდაუნსსა“ და ნორვეგიის „სტრომსგოდსეტში“ გაიარა სინჯები.