უსაინ ბოლტმა რბენაში ეროვნული საფეხბურთო ლიგის რეკორდი გაიმეორა
უსაინ ბოლტმა რბენაში ეროვნული საფეხბურთო ლიგის რეკორდი გაიმეორა

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა, ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ახალბედებისთვის სტანდარტული სპრინტი გაირბინა 40 იარდის (36.5 მეტრი) მანძილზე. ლეგენდარულმა მორბენალმა დისტანცია 4.22 წამში დაფარა.

ამით 22 წლის იამაიკელმა ლიგის რეკორდი გაიმეორა. 2017 წელს, ასეთივე შედეგი აჩვენა ვაშინგტონ ჰასკისის რესივერმა ჯონ როსმა.