უსაინ ბოლტი უწონობაში ვარჯიშობს (ვიდეო)
მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსაინ ბოლტმა უწონობის პირობებში სირბილი სცადა.
32 წლის იამაიკელმა მონაწილეობა მიიღო გარბენში, რომელიც სპეციალური თვითმფრინავის სალონში იმართებოდა. ეს თვითმფრინავი, ჩვეულებრივ, სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენება.
ლეგენდარულმა მორბენალმა, რომელიც ფეხბურთში პროფესიული კარიერის დაწყებას აპირებს, ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
Running in Zero Gravity @GHMUMM. #DareWinCelebrate #NextVictory 🚀 pic.twitter.com/5P5CACcLOx
— Usain St. Leo Bolt (@usainbolt) September 12, 2018