USADA აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლებს დოპინგზე პანდემიის დროსაც შეამოწმებს

08:25, 25.04.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ახალ ცხოვრების წესებს ეგუება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები COVID 19-ის ეპიცენტრად იქცა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ღონისძიებების განახლებას 9 მაისიდან გეგმავს. აქედან გამომდინარე, ანტისადოპინგო კომისიას რთულ პირობებში მოუწევს მებრძოლების ტესტირება.

USADA-ს მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მუშაობს სირთულეებთან გასამკლავლებლად და ახალ სისტემაზე მოსარგებად.

მსგავსი