ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება
ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება

სამხრეთამერიკელთა თავკაცს ახალი კონტრაქტი 2023 წლის საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასის ჩათვლით გაუფორმეს. ურუგვაის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ესტებან მენესესის ნაკრებთან მუშაობით და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია.

ურუგვაის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე D ჯგუფში ერთი შეხვედრა ფიჯის მორაგბეთა ნაკრებს ანგარიშით 30:27 მოუგო, რაც სენსაცია იყო. საქართველოსთან მატჩი სამხრეთამერიკულმა გუნდმა ანგარიშით 33:7 წააგო, ავსტრალიასთან შეხვედრა ანგარიშით 45:10 დათმო, უელსმა კი ანგარიშით 35:13 მოუგო.

არგენტინელი სპეციალისტი ესტებან მენესესი ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლიდან მუშაობს.