ურუგვაი თუ კანადა - დღეს "ბორჯღალოსნების" მეტოქის ვინაობა გაირკვევა (ვიდეო)
14:36, 03.02.2018
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეოთხე მეტოქის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. კანადა თუ ურუგვაი? სწორედ ამ ნაკრებებს შორის ერთერთი მოიპოვებს მსოფლიო თასის “დ” ჯგუფის საგზურს, სადაც ავსტრალიის, უელსის, საქართველოს და ფიჯის ნაკრებები არიან. ხვალ, სწორედ მონტევიდეოში გაირკვევა რომელ ნაკრებთან მოუწევს თამაში “ბორჯღალოსნებს”.
მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია რომ შეხვედრაზე მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ჯილდოს „ვებ ელისის“ თასს ჩაიტანენ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს.
გასულ კვირას ვანკუვერში კანადასა და ურუგვაის შორის გამართული შეხვედრა სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით 29:38 დასრულდა. ურუგვაიმ კანადას ხუთი ლელო დაუდო და ხუთივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სამხრეთ ამერიკელებს აქვთ შანსი მსოფლიოს თასზე მესამედ იასპარეზონ, კანადა კი წაგების შემთხვევაში მსოფლიოს თასის საგზურის გარეშე პირველად დარჩება.
მსოფლიოს 2019 წლის სარაგბო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. შეგახსენებთ რომ “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება 2015 წელს ინგლისში, ჯგუფში ნაჩვენები მე-3 ადგილის დაკავებით მოიპოვეს.