ორ მატჩიან დაპირისპირებაში ურუგვაიმ კანადას მოუგო და მსოფლიო თასზე გავიდა.
თუკი კანადა ტურნირზე მონაწილეობის უფლებას ფინალურ პლეიოფშიც ვერ მოიპოვებს, 2019 წლის მსოფლიო თასი, რაგბის ისტორიაში პირველი იქნება, რომელზეც ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
ურუგვაიმ ჯერ სტუმრად, 29:38 დაამარცხა კანადა, ხოლო შემდეგ კი შინ, დაძაბულ შეხვედრაში ერთ ქულიანი სხვაობით 32:31 მოიგო და ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 10 ქულით აჯობა.
ურუგვაი 2019 წლის მსოფლიო თასზე “დ” ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და საქართველოსთან ერთად მოხვდა.