ურთაშვილი და სულავა 23 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეები ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) და გიორგი სულავა (74 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.
ნახევარფინალები თბილისის დროით 20.00 საათიდან დაიწყება.
დღესვე, მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – მირზა სხულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) ფინალში იჭიდავებენ, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალები 21:00 საათზე დაიწყება.
ასპარეზობას შეგიძლიათ თვალი აქ ადევნოთ