უროს მტყორცნელმა გიორგი კეკიშვილმა ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
უნგრეთის ქალაქ გიორში გამართულ მძლეოსანთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრი იყო, ქართველმა უროს მტყორცნელმა გიორგი კეკიშვილმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ლიცენზიის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან დღეს მიიღო.