უპამეკანომ „რეალში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
უპამეკანომ „რეალში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ცენტრალურ მცველს, დაიოტ უპამეკანოს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, უპამეკანომ ამის შესახებ თავის აგენტს აცნობა, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა პოტენციურ ტრანსფერზე. მიუხედავად იმისა, რომ „რეალში“ სხვა მიზნებზე არიან კონცენტრირებულნი, ასეთი შესაძლებლობა ესპანელთა მხარიდანაც განიხილება.

„ბაიერნში“ გადასვლამდე უპამეკანოს უკვე უკავშირებდნენ მადრიდულ კლუბს, ახლა კი მცველი აპირებს, ოცნება აისრულოს და „რეალს“ შეუერთდეს.

აღნიშნავენ, რომ ფრანგს იგივე მიზნები ამოძრავებს, რაც მის პარტნიორს ნაკრებში იბრაჰიმა კონატეს, რომელიც შეიძლება, „რეალში“ გადავიდეს „ლივერპულთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

უპამეკანოს მოქმედი ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.