„უოტფორდმა“ „ჰადერსფილდთან“ წააგო - გიორგი ჩაკვეტაძემ 63 წუთი ითამაშა #1TVSPORT
„უოტფორდმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ინგლისის ჩემპიონშიპის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ჰადერსფილდს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო.
34-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „უოტფორდის“ სათადარიგოებში იყო, მაგრამ უკვე 27-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი „უოტფორდმა“ ანგარიში გახსნა – მასპინძლების შეტევა 55-ე წუთზე ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ემანუელ დენისმა გოლით დააგვირგვინა.
მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „ჰადერსფილდმა“ 71-ე წუთზე დენი ვარდის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 83-ეზე კი იმავე ვარდიმ დუბლი შეასრულა, სტუმრები დააწინაურა გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
34 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 44 ქულით მე-11 პოზიციაზეა.