„უოტფორდმა“ გასვლაზე მოიგო - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მეორე ტაიმის ბოლოს შევიდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფში „სუონსის“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
მე-13 ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ განაცხადში იყო, მოედანზე კი მხოლოდ 82-ე წუთზე შეუშვეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
„უოტფორდმა“ ანგარიში სწორედ შეცვლაზე შესული ფეხბურთელების აქტიურობით გახსნა. იასერ ასპრილიას გადაცემით შვედმა ნახევარმცველმა, კენ სემამ „სუონსის“ კარი აიღო.
ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული 13 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 16 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-19-დან მე-15 ადგილზე დაწინაურდა.