„უოტფორდის“ თავდამსხმელის აზრით, მიმდინარე წელს კორონავირუსი ყველაფერს გადაფარავს
„უოტფორდის“ თავდამსხმელის აზრით, მიმდინარე წელს კორონავირუსი ყველაფერს გადაფარავს

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „უოტფორდის“ ფორვარდი ტროი დინი მიიჩნევს, რომ პანდემია მიმდინარე წლის ყველა სხვა მოვლენას გადაფარავს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის გაგრძელება ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ყველაფერი, ყველა შეხვედრის ჩატარების შემთხვევაშიც კი, ეს იქნება პანდემიით გაფუჭებული წელიწადი, – ციტირებს CNN დინს. – ეს არ იქნება წელი, როცა „ლივერპული“ საუკეთესო გახდება და ჩემპიონატს მოიგებს“.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით ექვს მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 350 ათასზე მეტი.