„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და უფრო ენერგიულად ათამაშდა #1TVSPORT
„უოტფორდის“ მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა ინგლისის ჩემპიონშიფში „სუონსისთან“ შინ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ თამაში შეაფასა და გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა.
„რთული მატჩი იყო. ვფიქრობ, გულშემატკივრების მხარდაჭერამ ფეხბურთელების თამაშს დამატებითი მუხტი შესძინა და მეორე ტაიმში მოედანზე მეტი ენერგიით გავედით.
მოთამაშეებთან ბევრს ვმუშაობთ, აქცენტს უფრო მეტად ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ, გვინდა, რომ უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ – როცა მოთამაშეს მოედანზე გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ყველაფერს საუკეთესოდ ვერ გააკეთებს.
გიორგის ჩაკვეტაძეს გასულ კვირას მუხლი აწუხებდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და უფრო მეტი ენერგიით ათამაშდა. იცით, რომ გიორგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის და ისმაელ კონე თამაშში კარგად ჩაერთვნენ.
მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ქოვენთრის“ ვეთამაშებით და მოგება ძალიან გვჭირდება, რათა სატურნირო ცხრილში დავწინაურდეთ“, – ამბობს „უოტფორდის“ მწვრთნელი.