„უოტფორდი“ „ქოვენთრის“ დაუზავდა - ჩაკვეტაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში ისევ შეცვლაზე ითამაშა „უოტფორდში“, რომელიც „ქოვენთრის“ ესტუმრა და სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი 3:3 დაასრულა.
ჩემპიონშიფის მე-5 ტურის შეხვედარაში „ქოვენთრის“ მე-20 წუთზე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ მეტიუ გოდენმა პენალტი გააფუჭა. ამის შემდეგ თამაში პინგპონგივით გაგრძელდა. „უოტფორდი“ იტანდა, მასპინძლები კი ანგარიშს ათანაბრებდნენ. ასე მოხდა სამჯერ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.
სტუმრებიდან თავი მილეტ რაიკოვიჩმა (35, 70) დუბლით გამოიჩინა, ერთიც მათეუს მარტინსის (52) ანგარიშზეა. „ქოვენთრიდან“ კი გოლები მილან ვან ევაიკმა (41), უესლი ჰოედტიმ (64) და გოდენმა (87) გაიტანეს.
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორში“ 57-ე წუთზე დელე ბაშირუს ნაცვლად გამოჩნდა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია. „უოტფორდი“ 5 ტურის შემდეგ 5 ქულით ჩემპიონშიფში მე-18 ადგილზეა.