„უოლ სთრით ჯორნალი“ - ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალ გეგმაზე მუშაობს, რომელიც ახალი ფონდის შექმნას ითვალისწინებს
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალ გეგმაზე მუშაობს. როგორც გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ახალი გეგმა ახალი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, სადაც 2024 წელს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6.5 მილიარდი ევრო გადაირიცხება, მომდევნო წლებში კი ფონდი 5-5 მილიარდი ევროთი შეივსება.
ფონდში არსებული თანხით მოხდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპენსირება უკრაინისთვის მომდევნო წლებში გაწეული ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამო.
აღნიშნული ინიციატივის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება და მას ასევე განიხილავენ პირველ თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტზეც.