უოკერი და იოკიჩი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის მოთამაშეები არიან
რეგულარული ჩემპიონატის პირველი კვირის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული შვიდი დღის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „შარლოტის“ გამთამაშებელი კემბა უოკერი. „ჰორნეტსმა“ სეზონი ორი მოგებითა და ერთი წაგებით დაიწყო და ამ სამ მატჩში უოკერის სტატისტიკა იყო – 35.3 ქულა და 5.3 შედეგიანი პასი. კემბამ დაამყარა NBA-ის ახალი რეკორდი სეზონის სამ საწყის მატჩში ზუსტი სამქულიანების რაოდენობით – 19.
დასავლეთში საუკეთესო გახდა „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. სერბმა საშუალოდ თამაშში 26.3 ქულა, 10.0 მოხსნა და 7.3 შედეგიანი პასი დააგროვა. „ფინიქსის“ წინააღმდეგ მან სამმაგი დუბლი შეასრულა ისე, რომ ერთი შეცდომა არ ჰქონდა.