უნიკალური ამბავი - „ტორპედო“ მოედანზე სპორტულმა ჟურნალისტმა გაიყვანა #1TVSPORT
უნიკალური ამბავი - „ტორპედო“ მოედანზე სპორტულმა ჟურნალისტმა გაიყვანა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის მე-13 ტურში უჩვეულო ამბავი მოხდა – ქუთაისის „ტორპედო“ „გაგრასთან“ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის რანგში სპორტულმა ჟურნალისტმა გაიყვანა.

„გაგრამ“ თბილისში, ილია კოკაიას სახელობის არენაზე მიიღო ქუთაისური კლუბი, რომელიც წინა ტურის შემდეგ მთავარმა მწვრთელმა, კახა ჩხეტიანმა დატოვა. მისი შემცვლელი „ტორპედოში“ ჯერ არ დაუნიშნავთ და რეგლამენტის მიხედვით, გუნდი მოედანზე დროებით ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა – საქართველოს პირველი არხის ყოფილმა ჟურნალისტმა და წამყვანმა, რომელიც ამჟამად გუნდის სპორტული დირექტორია.

როგორც გვითხრეს, უახლოეს პერიოდში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. პრეცედენტი კი ის იყო, რომ „ტორპედომ“ სპორტული ჟურნალისტის ხელმძღვანელობით ქულა მოიპოვა და ეს თამაში ისტორიაში შევა.

თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.

13 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“11 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.