„უნიკახამ“ „ტორინო“ დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა [ვიდეო]
11:11, 20.12.2018
საკალათბურთო ევროთასზე მორიგი შეხვედრა გამართა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. მე-10 ტურში მათი მეტოქე ჯგუფის აუტსაიდერი იტალიური „ტორინო“ იყო. ქართველი ცენტრის გუნდს მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია – 89:68. გიორგი შერმადინის ანგარიშზე 9 ქულა და 6 მოხსნა იყო.
„უნიკახამ“ D ჯგუფში გამართული შეხვედრებიდან რვა მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ყაზანის „უნიქსი“ გავიდა.
მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ექვსიდან ოთხი გუნდი აგრძელებს – „უნიქსი“, „რიტასი“, „ფრანკფურტი“ და ესპანური „უნიკახა“. გათამაშებას „მორნარ ბარი“ და „ტორინო“ გამოეთიშნენ.