საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, გუშინ მე-12-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, მალაგაში ჩასატარებელი მატჩი იწვევდა, რომელშიც „უნიკახამ“ რუსულ „ხიმკის” ესპანური გუნდის ქართველი ლეგიონერი, თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. გიორგი შერმადინმა, მოედანზე 13:52 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში, 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა, 5 დან 4 ორქულიანი და 3 დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მალაგელთა შორის საუკეთესო, ნემანია ნედოვიჩი იყო, 21 ქულით და 7 პასით. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ის საკმაოდ თანაბარი გამოდგა. მასპინძლებმა გადამწყვეტ უპირატესობას, ბოლო მეოთხედში მიაღწიეს, რომელიც 26-18 მოიგეს. სტუმართა შორის, კვლავ ალექსეი შვედი გამოირჩა. რუსმა უკანახაზელმა, 28 ქულით დაამთავრა შეხვედრა. საბოლოოდ, „უნიკახამ“ 93-84 გაიმარჯვა და ტიურნირზე, ბოლო ადგილს თავი დააღწია. მომდევნო ტურში, ჟოან პლაზას გუნდი, „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. გუშინ გამართული სხვა მატჩები, ასე დასრულდა:
„ფენერბახჩე“-„ჟალგირისი“ 89-90
„ბროზე“-„ოლიმპიაკოსი“ 67-65
„რეალი“-„ბარსელონა“ 87-75