უნგრული გამოცემა - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზივზივაძე „ფეჰერვარში“ დარჩეს #1TVSPORT
უნგრული გამოცემა - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზივზივაძე „ფეჰერვარში“ დარჩეს #1TVSPORT

დიდი ალბათობით, „ფეჰერვარი“ ბუდუ ზივზივაძეს ძირითად შემადგენლობაში არ დააბრუნებს – ინფორმაციას უნგრული გამოცემა „ნემზეტი სპორტი“ ავრცელებს.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზივზივაძე „ფეჰერვარში“ დარჩეს

„რა ხდება „ფეჰერვარში“? გუნდში იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა, არის ტრავმების სიმრავლე, რაც სიტუაციას ართულებს. კლუბს საოცარი უიღბლობა სჭირს. ნახევარმცველმა რუბენ პინტომუიპეშტთან“ (0:1) სერიოზული ტრავმა მიიღო.

ჩვენ ასევე გაცნობეთ უცნაურ შემთხვევაზე, როდესაც თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გაზაფხულზე „ფეჰერვარმა“ „უიპეშტში“ იჯარით გაუშვა, ორშაბათს ლიგის მატჩის შემდეგ მიესალმა სტუმართა გულშემატკივრებს და მოედნიდან გავიდა მეტოქის მაისურით, რომელიც ერთ-ერთ ყოფილ თანაგუნდელთან გაცვალა. კლუბმა ის ძირითადი გუნდიდან გააძევა. „უიპეშტის“ მცხოვრებლებმა ეს ჟესტი დააფასეს, ნეიტრალურებს გაუკვირდათ, მიუხედავად მაღალი ხელფასისა, რატომ არ გრძნობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფეჰერვარში“ თავს კარგად. საინტერესოა, რომ ეს ბოლო პერიოდში კლუბის თითქმის ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებმა.

ისინი განაწყენებულნი იყვნენ თავდამსხმელის საქციელით. ზივზივაძის იმედგაცრუება გარკვეულწილად გასაგებია: იჯარამდე ის „ფეჰერვარის“ რიგებში საშუალოდ 0,29 გოლს იტანდა, „უეპეშტში“ კი გაიბრწყინა და მისი მაჩვენებელი 0,87 იყო. დაბრუნების შემდეგ, „ფეჰერვარში“ მისი საშუალო შედეგიანობა უნგრეთის ლიგასა და საერთაშორისო მატჩებში გახდა 0,56, რაც უკეთესია, ვიდრე წინა სტატისტიკა. თუმცა ისეთი კარგიც არაა, როგორც „უიპეშტში“. მისთვის რთულია, შემცვლელის როლს შეეგუოს. კენან კოდრო, რომელიც თავის პოზიციაზეა, 0,84 ეფექტურობით „მუშაობს“, რაც მწვრთნელის მიხაილ ბორისის გადაწყვეტილებას ამართლებს. დანიშვნის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სწორედ კოდროს ათამაშებს.

ორივეს მოედანზე ერთდროულად გამოყვანის მცდელობაც იყო, მაგრამ არ გაამართლა. ბუდუ ზივზივაძემ თქვა, რომ „უიპეშტში“ თამაში სურს, „ფეჰერვარიც“, ალბათ, გაყიდის, მაგრამ უნგრეთში ჯერ არ ჩანს გუნდი, რომელიც ასეთი ხარისხის მოთამაშეში სათანადო ფულს გადაიხდის.

ფეჰერვარში“ ვიკითხეთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის მოკვეთა და რა გამოსავალს ხედავენ ამ საკითხში, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ლეგიონერმა თქვა, რომ „ფეჰერვარის“ რომელიმე ფეხბურთელის შეურაცხყოფას არ აპირებდა – ოთხშაბათს მან თავის „ფეისბუქის“ გვერდზე ბოდიში მოიხადა მათთან, ვისაც, შესაძლოა, შეურაცხყოფა მიაყენა – მაგრამ ამჟამინდელ ვითარებაში გასაკვირი არ იქნება, თუ მას ზამთრის შესვენებაზე კვლავ იჯარით გაუშვებენ. სავარაუდოდ, ისეთ კლუბში, რომელსაც სრულფასოვანი კონტრაქტით მომავალ ზაფხულს შეუერთდება“, – წერს უნგრული გამოცემა.