უნგრული გამოცემა - მატჩის შედეგი ზივზივაძემ დამსახურებულად გადაწყვიტა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტში“ შესანიშნავი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში გაუტანა „ფეჰერვარს“, რომელმაც იჯარით ახალ კლუბში გაუშვა, ხოლო „უიპეშტმა“ 2:1 მოიგო და ერთი საფეხურით დაწინაურდა.
უნგრულ მედიაში საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელის სადებიუტო თამაში დადებითად შეაფასეს.
„მ4 სპორტი“
„ფეჰერვარის“ გულშემატკივარი კვირანახევრის წინ ვერც იფიქრებდა, რომ „უიპეშტთან“ მატჩში გუნდს მაიკლ ბორისი უხელმძღვანელებდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძე მეტოქის სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა.
ქართველი თავდამსხმელი მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად მოტივირებული იყო, ისევე როგორც „უიპეშტი“. ის გაცილებით სასარგებლო ჩანდა თავის გუნდში, ვიდრე „ფეჰერვარში“ ახალი მწვრთნელი… მატჩის შედეგი აბსოლუტურად დამსახურებულად ბუდუ ზივზივაძემ გადაწყვიტა. იშტვან სალოი („ფეჰერვარის სპორტული დირექტორი) კი თავს ჩაქინდრავდა, როცა დაინახა, რომ მის მიერ იჯარით გაშვებულმა მოთამაშემ „უიპეშტს“ 3 ქულა მოუტანა.
„ნემზეტისპორტ“
74-ე წუთზე „ფეჰერვარმა“ ნამდვილი დარტყმა მიიღო: ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და ამით გუნდს დამოკიდებულებისთვის პასუხი გასცა. მაგრამ მან არ იზეიმა, რადგან „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებს მოერიდა, გაჩერდა და ხელი ასწია – მაგრამ ძალიან კმაყოფილI ჩანდა, რომ ახალი გუნდის ფორმით „ფეჰერვარს“ გაუტანა, სადაც ნდობა ვერ დაინახა.