უნგრეთში ქართველების დაპირისპირება არ შედგა #1TVSPORT
უნგრეთში ქართველების დაპირისპირება არ შედგა #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ ლუკა ლაკვეხელიანის „მეზოკოვეშდს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ზივზივაძე „ფეჰერვარის“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ამჯერად თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია. სტუმართა განაცხადში მოხვდა ლუკა ლაკვეხელიანი, თუმცა არ უთამაშია.

დღეს ითამაშებს „ფერენცვაროში“ – ბუდაპეშტის გუნდი შინ „კიშვარდას“ მიიღებს. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა განაცხადში გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ თვეზე მეტია ვარჯიშობს.

7 ტურის შემდეგ 9 ქულით „ფეჰერვარი“ მე-7 ადგილზეა, „ფერენცვაროშმა“ კი ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 15 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია.