უნგრელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსის რეკორდი გააუმჯობესა
უნგრელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსის რეკორდი გააუმჯობესა

სამხრეთ კორეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ დღეს მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა. ეს მოხდა კაცებს შორის 200 მეტრზე ბატერფლაიში ცურვაში.

გამარჯვება 19 წლის უნგრელმა კრისტოფ მილაკმა მოიპოვა. მისი დრო იყო წუთი და 50,73 წამი. წინა რეკორდი (1.51,51) ეკუთვნოდა ლეგენდარულ ამერიკელს მაიკლ ფელპსს და ის 2009 წლის 29 ივლისს, რომში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო დამყარებული.

მილაკთან ძალიან ბევრი წააგეს მეორე და მესამე ადგილზე გასულებმა ფავორიტებმა – იაპონელმა დაია სეტომ (1.53,86) და სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კლომ (1.54,15).