უნგრელი ჟურნალისტი - ევრო 2024-ზე მიქაუტაძის ხილვა მახარებს, ის „მეცში“ შესანიშნავია #1TVSPORT
უნგრელი ჟურნალისტი - ევრო 2024-ზე მიქაუტაძის ხილვა მახარებს, ის „მეცში“ შესანიშნავია #1TVSPORT

ცნობილი უნგრელი ჟურნალისტი ბენს ბოჩაკი (თანაშომლობს Guardian-თან, Daily Mirror-თან, TalkSPORT-თან და BBC-სთან) ტოპ-5 ლიგის საუკეთესო თავადმსხმელების სტატისტიკას აქვეყნებს, სამეულში კი საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფოვარდი გიორგი მიქაუტაძეა.

„ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში 23 წლამდე ასაკის საუკეთესო ფორვარდები საგოლე მომენტების რეალიზაციის კუთხით არიან ბენჟამინ შეშკო, ერლინგ ჰალანდი და გიორგი მიქაუტაძე.

ბენჟამინ შეშკო (ლეიფციგი, სლოვენია) – 28.5%

ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) – 24.2%

გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საქართველო) – 24%

შეშკო ბოლო დროს საოცარ ფორმაშია. მიქაუტაძეც ინავრიდან „მეცში“ მშვენივრად თამაშობს. ორივე სასიკვდილო ძალაა კარის წინ. ევრო 2024-ზე მათი გასვლა ძალიან მახარებს“, – წერს უნგრელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და საფრანგეთის ლიგა1-ის ბოლო ტურის და აპრილის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.