“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ “გენგამთან” საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
46 წლის ემერიმ აღნიშნა, რომ დილის ვარჯიშზე უკვე გამოუცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელებს, მანამდე კი ეს საკითხი კლუბის პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკესთან განიხილა.
დიდი ალბათობით, ემერის პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე “დორტმუნდის” ექს-მწვრთნელი თომას ტუხელი შეცვლის.