უნაი ემერი – კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია #1TVSPORT

02:45, 13.08.2026

ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“, უეფა-ს სუპერთასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო.

პარიზელთა წარმატებას სათავე ხვიჩა კვარაცხელიამ დაუდო, რომელმაც მე-20 წუთზე შესანიშნავი გოლით ანგარიში გახსნა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ გააკეთა – ბასკმა სპეციალისტმა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

„კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის შესანიშნავი იყო, როცა „ნაპოლიში“ თამაშობდა, ახლა კი პსჟ-ში განაგრძობს ბრწყინვალე გამოსვლას. დღესაც ლამაზი გოლი გაიტანა, რომლის თავიდან აცილება კი შეგვეძლო, მაგრამ კვარაცხელიას კლასი და მისი დარტყმის სიზუსტე, უბრალოდ, შესანიშნავია. რა თქმა უნდა, კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდტად უნდა განვიხილოთ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მას ამ ჯილდოს მოგება ნამდვილად შეუძლია“.

მსგავსი