„დინამო თბილისმა“ ბრაზილიელი მეკარე დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისში“ ბრაზილიელი მეკარე ლუკას ფლორესი ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისურ კლუბში ახალი მეკარის დამატების საჭიროება კონფერენსლიგაზე ვილნიუსის „ჟალგირისთან“ წაგების შემდეგ გაჩნდა, როდესაც თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ გიორგი ლორიას პირველ ნომრად აღარ განიხილავდა.
დინამოელთა ახალწვეული ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ აღზრდილია, თამაშობდა პორტუგალიურ „რიუ ავეს“ 23-წლამდელთა გუნდში და კვიპროსულ „ეთნიკოსში“.
24 წლის ფლორესი „დინამო თბილისს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.