უმნიშვნელო წინსვლა უეფა-ს საკლუბო რეიტინგში - ჩვენზე წინ მოლდოვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ფარერები და მალტაა #1TVSPORT
უმნიშვნელო წინსვლა უეფა-ს საკლუბო რეიტინგში - ჩვენზე წინ მოლდოვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ფარერები და მალტაა #1TVSPORT

უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველოს მცირე წინსვლა აქვს – განახლებული მონაცემებით ერთი საფეხურით დავწინაურდით და 47-ის ნაცვლად 46-ე პოზიციაზე ვიმყოფებით.

უეფა-ს კოეფიციენტი ბოლო ხუთ ევროსეზონში დაგროვებული ქულების მიხედვით ითვლება. ამ წლებში ევროთასებზე ქართულმა კლუბებმა 8.000 ქულა მოიპოვეს – წლევანდელი სეზონი ყველაზე ღარიბი იყო ამ „ხუთწლედში (მხოლოდ 1.125 ქულა). ყველაზე წარმატებული (2.250) 2020-2021 წლების ევროსეზონში გვქონდა, როდესაც თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგის მესამე ეტაპამდე გავიდა.

თუმცა, ეს უმნიშვნელო წინსვლაა – საქართველოს უკვე უსწრებს ევროტურნირებზე სულ რამდენიმე წლის წინ დაშვებულ კოსოვოს (33-ე პოზიცია). ასევე ჩვენზე წინ არიან მოლდოვა (32), ლიხტენშტაინი (34), ლატვია (35), სომხეთი (39), ლიეტუვა (41), ლუქსემბურგი (42), ფარერის კუნძულები (43), მალტა (45).

აღსანიშნავია, რომ უეფა-ს კოეფიციენტების ცხრილში რუსეთი მე-16-დან მე-18 ადგილზე დაეცა და თურქეთს ჩამორჩა. ერთი პოზიციით დაქვეითდნენ ასევე შვეიცარია (14-დან 15-მდე) და უკრაინა (15-დან 16-მდე). შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდები უეფა-ს გადაწყვეტილებით ევროთასების სეზონს გამოტოვებენ.