ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა, კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსმა „იუვენტუსის“ ბავშვთა გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა და ეს ძალიან ლამაზად გააკეთა.
პორტუგალიელი ეფექტური ფინტით, ფლანგზე გაუსწორდა მცველს, რის შემდეგაც საჯარიმო მოედანში შევიდა და მეკარეც მოატყუა, რასაც გოლი მოჰყვა. მოგვიანებით, უმცროსმა რონალდუმ დუბლი შეასრულა.