უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალია დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვეს #1TVSPORT
უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელ თანატოლებს შეერკინენ. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა (U18 ) პორტუგალია 34:10 დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა – აჩვენმა გუნდმა 1/4-ფინალში ჩეხეთს 76:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 86:0 დაამარცხა.
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ჭინჭარაული (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. კახა შეყილაძე (ხვამლი), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ანდრო დვალი (ლელო), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).
მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 18. გიგა თუთისანი (აია), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ჯაბა ოდიშარია (ლელო); 21. ლადო ტყაბლაძე (აია), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 25. ზურა ნინიძე (ბათუმი), 26. ნიკა აბესაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი