უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ [video] #1TVSPORT
რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 37:3.
კიდევ უფრო არ გაუმართლა ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც ნახევარფინალის საგზურისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები შეერკინენ და 76:0 გაიმარჯვეს.
რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 9 ოქტომბერს კალინინგრადში გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი საქრთველოს ნაკრები ტიტულის შესანარჩუნებლად პორტუგალიას ეთამაშება. პორტუგალიელებმა კი ნახევარფინალში მეზობელი ესპანელები 31:12 დაამარცხეს.