ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟი – კრიშტიანო რონალდო-უმცროსი ძალიან შედეგიანად თამაშობს „იუვეს“ ბავშვთა (U9) გუნდში.
უმცროსი რონალდო ტურინული კლუბის აკადემიას მაშინ შეუერთდა, როცა მამამისი 2018 წლის ივლისში „იუვენტუსში“ რეალიდან” 112 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ, პატარა კრიშტიანომ 58 გოლი გაიტანა 28 მატჩში. ამასთან, ცხრა წლის ფორვარდი საგოლე გადაცემებსაც არ ივიწყებს – მის ანგარიშზე 18 შედეგიანი პასია.
უმცროსმა რონალდომ თავისი პირველი გოლი „იუვენტუსში“ მამაზე ადრე გაიტანა. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელს ტურინელთა პირველ გუნდში 54 მატჩი და 34 გოლი დაუგროვდა.