უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადებიან. უმცროსი ბორჯრალოსნები პლანეტის 12 საუკეთესო გუნდს შორის 2016 წლიდან, ზედიზედ მეხუთედ ასპარეზობს. 2020 წელს მსოფლიოს თასის გათამაშებას რაგბიში ახალგაზრდებს შორის იტალია ზაფხულში უმასპინძლებს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიოს თასის მსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველ მაღალი დონის საკონტროლო მატჩს თბილისში გამართავს. ნოემბრის ბოლოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრები ჩამოვა და საქართველოს 19 წლამდე მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება.

19 წლამდელთა საერთაშორისო 2-მატჩა სერია 2 და 5 დეკემბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შედგება, მეორე დაპირისპირებას კი “რუსთავი არენა” უმასპინძლებს.

სამხრეთ აფრიკელებმა ქართული ტურნესთვის 30- კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. მათ შორის არიან ისეთი მორაგბეები ვინც წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე ითამაშა და გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხებათ უმცროს ბორჯრალოსნებს, სამხრეთ აფრიკასთან მატჩამდე ილია მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 22 ნოემბერს 42-კაციანი შემადგენლობით შეიკრიბება.

პირველი ხაზი: ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი, 2), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); მამეკ მსტოიანი (აკადემია, 3), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3);

მეორე ხაზი: ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბეიონი), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), გიორგი სინაურიძე (აია);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 5-6), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), ლუკა კოხია (არმაზი), დავით ლომიძე (ხარები).

ხაზი

9: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი);10: სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები);

12-13: გივი ცინცაძე (არმაზი), ირაკლი სიმსივე (აია), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი);11-14: ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ორიაკი, 11-15), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15); 15: გიორგი მიქანაძე (აკადემია).

„მოთამაშეებს კლუბებთან ვალდებულებები აქვთ და რადგან სამხრეთ აფრიკასთან არაოფიციალური შეხვედრები გვაქვს, მათი გამოძახება ვერ მოხერხდა. მაგალითისთვის მიხეილ ალანია, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს და ვანო კარკაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე ითამაშა, სამხრეთ აფრიკასთან ვერ დაგვეხმარება. გარდა ამისა, გაფართოებული შემადგენლობიდან შეკრების მიღმა კიდევ რამდენიმე მოთამაშე დარჩა, თუმცა ისინი შემდგომ ვარჯიშებში აუცილებლად შემოგვიერთდებიან. ეს ეხება 2001 წელს დაბადებულ მორაგბეებს, რომელთაც ასაკობრივ ნაკრებში თამაში 2021 წელსაც უწევთ. არაა გამორიცხული, რომელიმე ან რამდენიმე მათგანი შემდეგ თამაშებში დაგვემატოს, ან სულაც მთავარ ტურნირზე გაემგზავროს. მათ არ დაუმთავრებიათ ნაკრებთან ურთიერთობა“ – განაცხადა საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრების ერთერთმა მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა.