უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი რაზმი დაასახელა. მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობაში 22 ადგილობრივი მოთამაშე და 6 ლეგიონერია.

შერკინება:

ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი,2), გია ხარაიშვილი (რასინგი 92, 1-3),ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), პაატა ბურჭულაძე (ხარები, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო,6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7-8), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6-7-8).

ხაზი

მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე (აია, (კაპ) 10), სანდრო მარგიანი (აკადემია,10), ლაშა ლომიძე (აია,12), ირაკლი სიმსივე (აია,12-13), გივი ცინცაძე (არმაზი,10-12), დემურ თაფლაძე (ლელო,13-14), ოთარ ლაშხი (ლელო,11-14), ზურა ქავთარაძე (ხარები,11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი,11-14), დაჩი პაპუნაშვილი (არმია,10-15), თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი,11-15).

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინაში 25 მაისს მიემგზავრებიან და პირველ მატჩს 4 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე, ახალ ზელანდიასთან სანტაფეში გამართავენ. ამის შემდეგ ისინი როსარიოში გადაინაცვლებენ და ჩვენი დროით 17:30 საათზე, 8 და 12 ივნისს, შესაბამისად სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას შეხვდებიან. ნახევარფინალური თამაშები 17, ხოლო ფინალური 22 ივნისს ჩატარდება.