უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
24 ივნისს, 21:00 საათზე საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ მატჩს გამართავას სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ. ამ მატჩისთვის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.
შერკინების პირველ ხაზში შეხვედრას გიორგი მამაიაშვილი, ბასა ხონელიძე და ბადრი ციხისთავი იწყებენ. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან ნიკა ბაბუნაშვილი, ლაშა ფხაკაძე და ირაკლი აფციაური.
მეორე ხაზში გურამ ღანიაშვილი გიორგი ნიკოლაძეს შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში რატი ზაზაძეს, გუნდის კაპიტანს, ლაშა ციხისთავსა და ნიკა ლომიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევლენ გიორგი გერგედავა და თორნიკე ღანიაშვილი.
ღერძზე თამაშს დავით ხუროშვილისა და პეტრე ხუციშვილის დუეტი იწყებს, ცენტრში გიორგი შველიძე და თორნიკე კახოიძე შეწყვილდებიან, ფულბეკი ვაჟა მიქაძეა, ფრთებზე კი შალვა აფციაური და ლუკა ცირეკიძე დადგებიან. ხაზის მარქაფაში არიან ალექსანდრე ჯიღაური, გელა ხელაძე და ლუკა ხორბალაძე.
ლადო კილასონია (20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ყველამ კარგად იცის, რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკა – ალბათ ყველაზე ფიზიკური 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის, სწრაფი და აგრესიული დაცვით. ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ატარებენ გახსნით თამაშს და განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან. ჩვენთვის ეს არის გამოწვევა და შანსი, მაღლა ავწიოთ თამაშის ხარისხი, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, რაზეც ყურადღება გვაქვს მისაქცევი“.
20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ სამი თამაში აქვს ჩატარებული და სამივე წაგებული: 2017 წელს 14:38, 2018 წელს 27:33 და 2019 წელს 20:48.
საქართველო
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე („ლელო“), 14. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. გიორგი შველიძე („ბრივი“), 11. შალვა აფციაური („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. დავით ხუროშვილი („ლელო“);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. ბასა ხონელიძე („ორიაკი“), 3. ბადრი ციხისთავი („ბეიონი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 6. რატი ზაზაძე („ნევერი“), 7. ლაშა ციხისთავი („ბეიონი“, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“);
მარქაფა: 16. ნიკა ბაბუნაშვილი („ლელო“), 17. ლაშა ფხაკაძე („ნევერი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. გიორგი გერგედავა („კლერმონი“), 20. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“); 21. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), 22. გელა ხელაძე („ლელო“), 23. ლუკა ხორბალაძე („ლელო“).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია.