უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

სამხრეთ აფრიკაში დასასრულს უახლოვდება 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები 14 ივლისს ტურნირზე დასკვნით შეხვედრას მეშვიდე ადგილისთვის ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამ შეხვედრისთვის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ახალ ზელანდიასთან შეხვედრა 14 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უელსთან შეხვედრის შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სასტარტო რაზმში რამდენიმე ცვლილებაა. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ფულბეკი ვაჟა მიქაძე, ლუკა ცირეკიძე კი ფრთაზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ლუკა სასტარტოში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებს. ხაზის მოთამაშეებიდან მეხუთედაა ძირითადში შალვა აფციაური, ასევე ცენტრი თორნიკე კახოიძე და მგეზავი პეტრე ხუციშვილი. უელსთან მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდებიან გიორგი შველიძე და დავით ხუროშვილი.

შერკინების ხაზში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილიმესამეხაზელები რატი ზაზაძე და გუნდის კაპიტანი ლაშა ციხისთავი, რომელიც ფლანკერის პოზიციას უბრუნდება. შერკინების შემკვრელად ნიკა ლომიძე ითამაშებს, მეორე ხაზში კი ღანიაშვილს გიორგი გერგედავა შეუწყვილდება. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა სერგი აბრამიშვილმა, მარჯვენა ბურჯად – ბადრი ციხისთავს, კვაჭად კი ბასა ხონელიძეს ვიხილავთ.

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი


საქართველო – ახალი ზელანდია


საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე („ლელო“), 14. შალვა აფციაური („ლელო“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. გიორგი შველიძე („ბრივი“), 11. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. დავით ხუროშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), 2. ბასა ხონელიძე („ორიაკი“), 3. ბადრი ციხისთავი („ბეიონი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი გერგედავა („კლერმონი“), 6. რატი ზაზაძე („ნევერი“), 7. ლაშა ციხისთავი („ბეიონი“, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 20. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“); 21. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), 22. გელა ხელაძე („ლელო“), 23. ლუკა ხორბალაძე („ლელო“).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია