უმცროსი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი ფრანგულ გრანდში - გიორგი გერგედავა „კლერმონში“ ითამაშებს #1TVSPORT
ქუთაისის “აიას” მესამეხაზელი, 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი გიორგი გერგედავა კარიერას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “კლერმონში” განაგრძობს. გერგედავა ფრანგულ კლუბში სადებიუტო სეზონს „კლერმონის“ „ესპუართა“ რიგებში გაატარებს და მთავარ გუნდში თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ „კლერმონში“ გასული წლის ნოემბერში „აიას“ კიდევ ერთი მორაგბე – პირველხაზელი გიგა თუთისანი გადავიდა. ფრანგულ გრანდში ქართველები – გიორგი ძმანაშვილი და დავით ქუბრიაშვილი თამაშობენ, შერკინების მწვრთნელი კი დავით ზირაქაშვილია.