უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებიან - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებიან - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

უმცროსი „ბორჯღალოსნები“, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, საფრანგეთში მასპინძელ თანატოლებთან პირველ საკონტროლო თამაშს გამართავენ.

მხარეების სურვილია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატი ნახონ, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ოთხ ნაწილად დაიყოს და 20-20 წუთიანი ტაიმები ითამაშონ. მატჩი „მარკუსის“ ბაზაზე დღეს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს ის 15 მოთამაშე, რომლებიც ფრანგებთან მატჩს დაიწყებენ. გაფართოებული სიიდან მიკროტრავმების გამო მომავალ თამაშს გიორგი გერგედავა („კლერმონი“) და ლაშა ციხისთავი („ბაიონი“) გამოტოვებენ. დანარჩენი 14 მოთამაშე მარქაფაშია და მოედანზე ყველა მათგანი გავა.

საქართველო

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი („ლელო“), 3. ბადრი ციხისთავი („ბაიონი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. ოთარ კინწურაშვილი („ანგულემი“), 6. თორნიკე ბაიხოიძე („ხვამლი“), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“);

ხაზი: 9. დავით ხუროშვილი („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 11. საბა არჩვაძე („ლელო“), 12. ნიკოლას რაგოევი („ნევერი“), 13. გიორგი შველიძე („ბრივი“), 14. ლუკა ხორბალაძე („ლელო“), 15. ვაჟა მიქაძე („ლელო“).

მარქაფა: ლუკა კოტორაშვილი („ხვამლი“), ლუკა უნგიაძე („არწივები“), ბასა ხონელიძე („ორიაკი“), თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), გიგა თუთისანი („კლერმონი“), დავით მჭედლიშვილი („ლელო“), გიორგი ქურხული („პროვანსი“), დავით ვარდანიძე („აია“), ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), გელა ხელაძე („ლელო“), დიტო ბერაია („ლელო“), ლუკა ცირეკიძე („ლელო“), ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“), ლუკა კობაური („პერპინიანი“).