უმცროს კრიშტიანუ რონალდუზე დიდი მოთხოვნაა
უმცროს კრიშტიანუ რონალდუზე დიდი მოთხოვნაა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი შესაძლოა ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდეს.

რონალდუ-უმცროსი თავის მამასთან ერთად „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. რვა წლის ბიჭი „იუვენტუსის“ აკადემიაში ვარჯიშობს და ტურინელთა იუნიორების გუნდში თამაშობს.

ცოტა ხნის წინ გამართულ ტურნირზე, პორტუგალიაში, უმცროსმა რონალდუმ არარეალური შედეგიანობა აჩვენა – ხუთ მატჩში 19 გოლი გაიტანა.

პორტუგალიური „კორეიო და მანიას“ ინფორმაციით, ლისაბონის „სპორტინგმა“ გამოთქვა უმცროსი რონალდუს შეძენის სურვილი და უკვე ელაპარაკა ამის შესახებ ბიჭის ვარსკვლავ მამას, რომლისთვისაც ეს კლუბი მშობლიურია.

უმცროსი კრიშტიანუ რონალდუ 2010 წელს სუროგატმა დედამ გააჩინა.