უკვე სრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, – ინფორმაციას „ჯვაროსნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
ჩვენს გუნდს საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს. 5 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი (ორივე – „შახტარი“, უკრაინა), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, იტალია)
ნახევარდაცვა: ლადო მამუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი (ორივე – ბათუმის „დინამო“, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (“ლევანტე”, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“, საქართველო), ლუკა გაგნიძე (მოსკოვის „დინამო“, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
მატჩების განრიგი
8 სექტემბერი, 20:00
საქართველო – ესპანეთი
12 სექტემბერი, 22:45
ნორვეგია – საქართველო