უკვე ოფიციალურად - მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში დაწინაურდა, დავითაშვილის „ბორდოს“ წაგება ჩაეთვალა და ლიგა 2-ში დარჩა #1TVSPORT
„ბორდოს“ „როდეზთან“ საფრანგეთის ლიგა 2-ის 38-ე ტურის ჩაშლილ შეხვედრაში წაგება ჩაეთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილის კლუბი მომავალ სეზონშიც ლიგა 2-ში ითამაშებს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში ოფიციალურად დაწინაურდა, – ასეთია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გულშემატკივარს იმ ფეხბურთელის ფიზიკურად დაზიანება სურდა, რომელმაც „ბორდოს“ კარში გოლი გაიტანა.
„„ბორდოს“ ჩაეთვალოს წაგება „როდეზთან“ ლიგა 2-ის 38-ე ტურის მატჩში; 2023-2024 წლების სეზონში გუნდს დააკლდება სამი ქულა; სეზონის ორ შეხვედრას კი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს „მეცის“ აღზევებას ლიგა 1-ში და „ანსის“ ლიგა ნაციონალში დაქვეითებას“, – წერია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაში.