არაოფიციალური ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – კახა ცხადაძემ „დინამო თბილისი“ ჩაიბარა.
„გიორგი ნემსაძე „დინამოს“ აღარ გაწვრთნის. იგი ჩვენს კლუბში სპორტული მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლებს. მთავარი მწვრთნელის პოსტს კი კახა ცხადაძე დაიკავებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
გუნდის ცნობით, უფრო დეტალურ ინფორმაციას კახა ცხადაძის დანიშვნაზე გულშემატკივარი ახლო პერიოდში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მოისმენს. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე თბილისურ კლუბს 2005-2006 წლებში წვრთნიდა, ხოლო 2014-2016 წლებში – საქართველოს ნაკრებს.